ვინ არის ქართველი კრიმინალი, მეტსახელად “გრუზინი” , რომელიც უკრაინაში დააკავეს?

უკ­რა­ი­ნა­ში, ივა­ნო-ფრან­კოვ­სკის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და 25 წლის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს შალ­ვა ბე­რიშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად, “გრუ­ზინს“, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა/გავ­რცე­ლე­ბა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­რიშ­ვილ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­კუ­თა­რი განგსტე­რუ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რე­ბიც ძა­ლა­დო­ბას­თან და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს ჩა­დი­ოდ­ნენ.

უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, “და­კა­ვე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და ივა­ნო-ფრან­კოვ­სკის რე­გი­ონ­ში ე.წ. მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას”. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2024 წლის 12 აპ­რილს მი­ი­ღო. ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვის მხა­რე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. პორ­ტალ “სა­სა­მარ­თლო ძა­ლა­უფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ამ წუ­თებ­ში სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ა­ში მის­თვის მი­ნი­ჭე­ბულ გა­ნა­ჩენს ასა­ჩივ­რებს.

მა­ნამ­დე ბე­რიშ­ვი­ლი ცე­მი­სა და სრო­ლის სკან­და­ლუ­რი ამ­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა 2-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ცი­ხი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ყოფ­ნი­სას, ის სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევ­და პა­ტიმ­რო­ბის წე­სებს, უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და თა­ნა­საკ­ნე­ლებს. რო­გორც უკვე ვთქვით, ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ეჭ­ვმი­ტა­ნილს უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი მას მე­რეც არ შე­უ­წყვე­ტია.

შალ­ვა ბე­რიშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, იგი ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო, რო­მელ­საც ივან კლი­მო­ვი­ჩი და რუს­ლან სი­ლი­ჩი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *