„დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკის ცნობილ კლინიკაში…” – რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა წულუკიძე გიორგი ყიფშიძის შესახებ და სად იმყოფება ახლა მსახიობი?

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ „იმედის დღის” ეთერში განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე ვრცლად ისაუბრა. გადაცემის დასასრულს, ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ მაყურებელს მიმართა და აღნიშნა, რომ ამჟამად, გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ ბიშკეკში იმყოფება და მას ამ ბრძოლაში წარმატებები უსურვა:

„გიორგის შემართება უნდა ვუსურვოთ. დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკში, ნაზარ ალიევის ცნობილ კლინიკაში, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დამოკიდებულებით აგრძელებენ ცხოვრებას, ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი და ახალი სიცოცხლით და ახალი ენერგიით გააგრძელონ ცხოვრება.

ერთთვიანი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივით ცხოვრებას იწყებს გიორგი, მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო.

ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯან-ღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს, თეატრს, კინოს და საზოგადოებას, როგორც კარიერის დასაწყისში იყო”, – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *