ღამით, მანქანამ რკინის ჯებირი მოგლიჯა, ტაბლო მოანგრია, გაჩერებაზე შევარდა და …სად მოხდა შემთხვევა – დეტალები

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “რენოს” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გაჩერებაზე შევარდა, მოანგრია გაჩერების რკინის კონსტრუქცია და ტაბლო, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.  

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება. 

ინფო რუსთავი

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *