“შესაძლოა, ჩემი პრობლემა ის არის, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ…” – ბუდუ ზივზივაძე პირადსა და კარიერაზე
ბუდუ ზივზივაძეს აქამდე არასდროს უსაუბრია ასე აქტიურად კარიერასა და პირად ცხოვრებაზე.
საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის შემდეგ მისი ცხოვრების დეტალებით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა ვიდრე იქამდე, ამიტომ ბუდუც ალაპარაკდა.
“როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში “კვარა” რომ დაგვემატება, “კვარამ” მიხედოს-მეთქი, ეგრეც მოხდა… უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ.”
აი რასამბობს ბუდუს მეუღლე:
“ როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის “დინამოში” თამაშობდა. რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს”
“კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში მწვრთნელად ან სპორტულ დირექტორად დარჩენას ვისურვებ…” – თქვა ბოლოს ბუდუმ.
Leave a Comment