სტალინის შთამომავალი ამტკიცებს, რომ პუტინი “დიდი ხანია მკვდარია”: რას ამბობს იაკობ ჯუღაშვილი დასავლურ მედიასთან – “პუტინის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ”

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი “დიდი ხა­ნია მკვდა­რია” – ამ­ტკი­ცებს სტა­ლი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი. ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ არის ჩარ­თუ­ლი რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ში, თვლის, რომ ტი­რა­ნი “დიდი ალ­ბა­თო­ბით” მკვდა­რია და კრემ­ლი მის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად მსა­ხი­ობს იყე­ნებს.

ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი

71 წლის პუ­ტინს დიდი ხა­ნია ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ორე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ დიქ­ტა­ტორს სულ მცი­რე, სამი ორე­უ­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მკაც­რი დაც­ვი­სა და რუ­სე­თის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის “მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ” იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი წყა­რო თვლის, რომ პუ­ტი­ნი მკვდა­რია, სხვე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ იგი ცო­ცხა­ლია, მძი­მედ არის ავად და ბუნ­კერ­ში იმა­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის ბოლო სა­ა­ხალ­წლო მი­მარ­თვის დროს, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

წლის და­სა­წყის­ში, თა­ვად პუ­ტინ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი ვე­ღარ ცნო­ბენ:

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­მა ჩუ­კოტ­კა­ში ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუფს უთხრა: “რო­დე­საც ჩემს კლა­სე­ლებს ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­გობ­რებს ვხვდე­ბი, ისი­ნი ხში­რად მი­ყუ­რე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან – “არ მჯე­რა, სი­ნამ­დვი­ლე­ში შენ ხარ თუ არა?“

“პუ­ტი­ნი დიდი ხა­ნია გაქ­რა და მის ნაც­ვლად მსა­ხი­ო­ბებს იყე­ნე­ბენ. რე­ა­ლუ­რად, 2002 წლი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ად­რინ­დელ ფო­ტო­ებს სა­ერ­თოდ არ ემ­თხვე­ვა. ამი­ტომ, ვვა­რა­უ­დობ, რომ ის მკვდა­რია” – ამ­ბობს ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი.

ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი სტა­ლი­ნის უფ­რო­სი ვა­ჟის, ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. იგი 1972 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მოს­კოვ­ში მი­ი­ღო. 1992-1994 წლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და.

1997 წელს და­ამ­თავ­რა გლაზ­გოს ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით. 2005 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შე­უ­ერ­თდა მა­მა­მისს, სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კოსს და საბ­ჭო­თა არ­მი­ის გა­დამ­დგარ პოლ­კოვ­ნიკს, ევ­გე­ნი ჯუ­ღაშ­ვილს, ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ხელ­წო­დე­ბით “იალ­ტა და მის ფარ­გლებს გა­რეთ”. ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ მო­კავ­ში­რე­თა ორი სხვა ლი­დე­რის, უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი­სა და ფრანკლინ რუზ­ველ­ტის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი.

ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად IGPR ZOV -ის მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტია.

წყა­რო: Thesun

წყარო:https://www.ambebi.ge/article/307122-stalinis-shtamomavali-amtkicebs-rom-putini-didi-x/

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *