ახალგაზრდა მასწავლებელი ავარიაში დაიღუპა… ნახეთ სად დატრიალდა ტრაგედია – დეტალები

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში, 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს, შირაქის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მართავდა, მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ქალმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ავარიის ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

წყარო: resonancedaily. com

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *